ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ერაყიდან აშშ-ის გაძევება დასავლეთ აზიიდან უფრო ფართომასშტაბიანი გასვლის წინაპირობაა

14:18, 01.10.2026

ერაყიდან აშშ-ის გაძევება დასავლეთ აზიიდან უფრო ფართომასშტაბიანი გასვლის წინაპირობაა, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) განცხადებით, აშშ-ის ძალების გასვლა ერაყელი ხალხის მიერ საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში გამოვლენილი სიმტკიცის შედეგია და ეს „წინააღმდეგობის ფრონტის“ მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა.

კორპუსის განცხადებით, ერაყელმა ხალხმა აჩვენა, რომ ეროვნული ნება ჰეგემონური ძალების ამბიციების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განმარტებით, ვაშინგტონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა, სადაც ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო ძალებს ინარჩუნებდა.

„აშშ-მა დატოვა [ტერიტორია] არა მოლაპარაკებების გზით და არა როგორც კეთილი ნების ჟესტი, არამედ იმ ერის სიმტკიცის, სიცოცხლის გამღები მებრძოლების სისხლისა და წინააღმდეგობის მოძრაობის ნების წყალობით, რომელიც ვერასდროს გატეხეს. აშშ არასდროს ყოფილა და არც იქნება საიმედო დასაყრდენი. აშშ მიდის და სწორედ ხალხმა უნდა ააშენოს საკუთარი ქვეყნები“, – განაცხადეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

მსგავსი