ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ომანის ყურის ტერიტორიაზე ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ომანის ყურის ტერიტორიაზე ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ომანის ყურის ტერიტორიაზე ყოველწლიური სამხედრო წვრთნები სახელწოდებით Zofaghar 1400 დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით მიმდინარე სამხედრო მანევრებში ჩართულია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.

წვრთნებში მონაწილეობენ ქვეითი, ჯავშანტექნიკისა და მექანიზებული ქვედანაყოფები, ასევე ჩართულია საჰაერო თავდაცვის სისტემები, წყლისზედა და წყალქვეშა ხომალდები, რომელთა მხარდაჭერას ახორციელებენ გამანადგურებელი თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.