ირანი აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს

16:29, 30.09.2021

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები პარასკევს, პირველ ოქტომბერს, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გამართავს.

სწავლებების სახელწოდება „ხაიბარის დამპყრობლებია“. მისი მიზანი არსებული საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება და ეფექტურობის გაზრდაა.

წვრთნებში ჩართული იქნება არტილერია, ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატები და შვეულმფრენები.

მსგავსი