ირანის ისლამური რესპუბლიკა და საუდის არაბეთი საკონსულოების გახსნის თაობაზე შეთანხმდნენ
ირანის ისლამური რესპუბლიკა და საუდის არაბეთი საკონსულოების გახსნის თაობაზე შეთანხმდნენ

ირანის ისლამური რესპუბლიკა და საუდის არაბეთი ამ ქვეყნებში წარმოდგენილი საკონსულოების გახსნის თაობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „France 24“ დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„მათ მიაღწიეს შეთანხმება საკონსულოების მუშაობის განახლების თაობაზე. ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში შეიძლება მოხდეს შეთანხმება ურთიერთობების ნორმალიზებაზე“, – ციტირებს სააგენტო წყაროს.

მხარეთა შორის ურთიერთობები 2016 წლის შემდეგ არის გაწყვეტილი, მას მერე რაც ირანელი დემონსტრანტები თავს დაესხნენ საუდის არაბეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მანამდე კი ოფიციალურმა რიადმა რამდენიმე შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯა, რასაც ირანელების პროტესტი მოჰყვა.