ირანის იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 16 ადამიანი
ირანის იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაშავებულია 16 ადამიანი

ირანის იერიშის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპულთა შორის 20 წლის გოგოა. დაშავებულია 16 ადამიანი.

ისრაელის მედიის ცნობით, ბალისტიკური რაკეტა ჰაიფას აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტამრაში ორსართულიან სახლს მოხვდა.