ირანის იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა
ირანის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტამრაში ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
როგორც ისრაელის მედია წერს, ბალისტიკური რაკეტა ჰაიფას აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტამრაში ორსართულიან სახლს მოხვდა.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალები პარალელურად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევდნენ. ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.