ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი - სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო გზების რუკა მალე სრულად შეიცვლება
ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი - სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო გზების რუკა მალე სრულად შეიცვლება

სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო გზების რუკა მალე სრულად შეიცვლება, – ამის შესახებ „ტვიტერში“ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი როსტამ ღასემი წერს.

„მინისტრის მოადგილისთვის მიცემული სპეციალური განკარგულებით, სულ მალე იქნება გადაჭრილი ნორდუზიდან სომხეთში მიმავალი გზისა და კავკასიური დერეფნის საკითხი. მათ, ვინც პრობლემებს ქმნიდა, უნდა იცოდნენ, რომ ირანს გზას ვერ ჩაუკეტავენ, მაგრამ „გადამწვარი ხიდების“ აღდგენა რთული იქნება” – განაცხადა ღასემიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სომხეთში იმყოფებოდა ირანის გზების მინისტრის მოადგილე, რომელმაც განაცხდა, რომ თეირანი მზადაა, დაეხმაროს სომხეთს ირანთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაში.

უკვე ოთხი კვირაა, სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი გორისი-კაპანის გზის 21-ე მონაკვეთზე, რომელსაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანი აკონტროლებს, სატვირთოების ირანელ მძღოლებს გაზრდილი საფასურის გადახდა უწევთ.