ირანის ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა
ირანის ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა

ირანის ქალაქ ზარანდში მდებარე ფოლადის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გამდნარი ლითონის გაჟონვამ გამოიწვია.

დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„მასალის გასადნობ ღუმელში გამოწვეულმა მოულოდნელმა გაჟონვამ ხანძარი და დაკვამლიანება გამოიწვია, მაგრამ ქარხნის სხვა ტერიტორიებზე აფეთქება არ მომხდარა“, – განაცხადა ადგილობრივმა გუბერნატორმა ალი სადექზადემ.

დატოვე კომენტარი