ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აწარმოებენ, თუ აშშ სანქციებს გააუქმებს
ირანში აცხადებენ, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აწარმოებენ, თუ აშშ სანქციებს გააუქმებს

თეირანი და ვაშინგტონი მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აწარმოებენ, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა განაცხადა. მაჰმუდ ალავიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ნებართვას თავად ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი იძლევა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს თეირანის სამხედრო ძალის ეშინია, სწორედ ამიტომ მათ ირანზე თავდასხმა გააუქმეს. ამ განცხადებით, მაჰმუდ ალავიმ ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპის მიერ გასაჯაროებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ირანზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა ბოლო წუთებში ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, თეთრი სახლის ლიდერმა თავდასხმა გააუქმა.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა 2015 წელს, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. შემდეგ კი მალევე დოკუმენტის საფუძველზე გაუქმებული სანქციები აამოქმედა.