ირანის ელჩი ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ირანის ელჩი ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ირანის ელჩი ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის მიზეზი ირანის მიერ ერაყში მდებარე სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები გახდა.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერაყი სარაკეტო დარტყმებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად განიხილავს.

„ერაყის ტერიტორიაზე 8 იანვრის ღამით ირანის მხრიდან სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, რომელთა სამიზნე ერაყული და არაერაყული ძალების ბაზები გახდა. მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი გამოიძახეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, ერაყი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

„შიდა უსაფრთხოება ქვეყნის პრიორიტეტია. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ის ბრძოლის ველად იქცეს“, – ნათქვამია ერაყის საგარეო უწყების განცხადებაში.