ირანის ელჩი - დიდი მწუხარებით მივიღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი, სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს
სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.
„დიდი მწუხარებით მივიღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ამბავი — სულიერი ლიდერი და თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი არქიტექტორი. მისი სახელი დარჩება საქართველოს ისტორიასა და ირან-საქართველოს მეგობრობაში. სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ერს“, – წერს სეიედ ალი მოჯანი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.