ირანის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ზონაში ხანძარია, ცეცხლი სამ შენობას უკიდია
ირანის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ზონაში ხანძარია, ცეცხლი სამ შენობას უკიდია

ირანის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ინდუსტრიულ ზონაში ხანძარია.

ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

თეირანში ამბობენ, რომ ჯაჯრუდის ოლქში არსებულ ინდუსტრიულ ზონაში ცეცხლი გაჩნდა სამ შენობაში, სადაც ტყავისა და ხის მასალები ინახებოდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

ბოლო თვეების განმავლობაში, ირანის სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე ინდუსტრიულ ზონაში და ბირთვულ ცენტრში არაერთი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.