ირანის დასავლეთ ნაწილში შეტაკებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ირანის დასავლეთ ნაწილში შეტაკებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ირანის რევოლუციური გვარდიისა და ისლამური სახელმწიფოს წევრებს შორის ქვეყნის დასავლეთ ნაწილში შეტაკებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი გვარდიის წევრია, – ამის შესახებ ირანის გვარდიის მეთაურმა განაცხადა.

მისი თქმით, 21 ისლამისტი მებრძოლისგან შემდგარმა ჯგუფმა ირანის საზღვარი დასავლეთის მხრიდან გადაკვეთა. დაკავების ოპერაციის დროს მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. არმიამ 16 მებრძოლი აიყვანა, ორმა გაქცევა შეძლო, თუმცა ამჟამად ისინი სამხედროებს ალყაში ჰყავთ მოქცეული.

ივნისში ისლამური სახელმწიფოს წევრები პარლამენტის შენობასა და ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხომეინის მავზოლეუმს დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.