ირანის ჩრდილოეთში მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

11:40, 27.12.2017

ირანის ჩრდილოეთში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის შედეგად სხეულის დაზიანება 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ალბორზის პროვინციაში მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი 12 კილომეტრის სიღრმეში, დედაქალაქ, თეირანიდან 39 კილომეტრში აღინიშნა.

მსგავსი