ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ურანის გამდიდრების შესახებ თეირანის უფლების დაცვა აუცილებელია აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებისას
ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამედ ესლამი აცხადებს, რომ ურანის გამდიდრების თაობაზე თეირანის უფლების დაცვა აუცილებელია შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკებისას.
„ეს არის აუცილებელი ნაწილი, რომელზეც არავინ საუბრობს“, – განაცხადა ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, მოჰამედ ესლამი მიუთითებდა აშშ-ის უარზე, აღიაროს ურანის გამდიდრება, როგორც ირანის 10-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება.