ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამედ ესლამი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა
ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამედ ესლამი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა.
ამის შესახებ რუსეთში ირანის დიპლომატიური მისია იუწყება.
ცოტა ხნის წინ გაერო-ს უშიშროების საბჭომ, „ევროპის სამეულის“ (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე არსებობდა, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებსა და ირანს შორის ბირთვულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა და ევროპაში მიაჩნიათ, რომ ირანი არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრს ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ ირანი დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს. რუსეთში კი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ თეირანის უფლებას ბირთვული ენერგიის სამშვიდობო მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით.