ირანის ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა ავარიულად შეაჩერა. ირანის სახელმწიფო ელექტროკომპანიის წარმომადგენელმა, ღოლამალი რახშანიმეჰრმა თქვა, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური 19 ივნისს გაჩერდა და ამ რეჟიმში სამი ან ოთხი დღის განმავლობაში იქნება. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაჩერებამ შესაძლოა, ელექტროენერგიის გამორთვა გამოიწვიოს.
ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ავარიული გამორთვის შესახებ ირანმა პირველად განაცხადა. ბუშერის სადგური ირანმა, რუსეთის დახმარებით, 2011 წელს აამუშავა. როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ზომა, ირანს მოეთხოვება რეაქტორის დახარჯული საწვავის წნელები რუსეთში დააბრუნოს.
მარტში ირანში თქვეს, რომ ქარხანამ შეიძლება, შეწყვიტოს მუშაობა, რადგან ირანს არ შეუძლია, შეიძინოს ნაწილები და აღჭურვილობა რუსეთიდან, აშშ-ის მიერ 2018 წელს დაწესებული საბანკო სანქციების გამო.