ირანის ატომური ენერგიის სააგენტო გმობს ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს და აცხადებს, რომ მათი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება

06:59, 22.06.2025

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო გმობს აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე და აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ გაჩერდება. სააგენტოს განცხადებას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ადასტურებს, რომ გამთენიისას მის ძირითად სამ ბირთვულ ობიექტზე – ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე სასტიკი თავდასხმა განხორციელდა. სააგენტო დარტყმებს საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების უხეშ დარღვევას უწოდებს. ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამონაწილეობაში სდებს ბრალს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ირანს და დაგმოს აშშ-ის იერიშები. სააგენტოს განცხადებით, არასდროს დაუშვებენ, რომ ირანის ეროვნული ბირთვული ინდუსტრიის პროგრესი შეწყდეს.

მსგავსი