ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია - თუ ირანი გადაწყვეტს, მას შეუძლია ორ დღეში ჰქონდეს 20 პროცენტით გამდიდრებული ურანი
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია - თუ ირანი გადაწყვეტს, მას შეუძლია ორ დღეში ჰქონდეს 20 პროცენტით გამდიდრებული ურანი

ირანს 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოების განახლება ორ დღეში შეუძლია. ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა.

„თუ ირანი გადაწყვეტს, მას შეუძლია ერთ ან ორ დღეში ჰქონდეს 20 პროცენტით გამდიდრებული საწვავი“, – აღნიშნა ბეხრუზ კამალვანდიმ.

პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ 6 სექტემბერს, თეირანი ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემცირების მესამე ეტაპის განხორციელებას დაიწყებს.

8 ივლისს, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში თქვეს, რომ თეირანმა ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ურანის გამდიდრების 3.67 პროცენტიანი მაჩვენებელი გადალახა.