ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია – აშშ-ის იერიშების სამიზნე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე, ჯერ კიდევ მშენებარე „დარხოვინის“ ატომური ელექტროსადგური გახდა

16:22, 19.07.2026

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებით, აშშ-ის იერიშების სამიზნე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე, ჯერ კიდევ მშენებარე „დარხოვინის“ ატომური ელექტროსადგური გახდა.

ორგანიზაციის განცხადებით, „საერთაშორისო გარანტიების ქვეშ მყოფ მშვიდობიან ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“.

„„დარხოვინი“ ირანის თვითკმარობისა და პროგრესის სიმბოლოა და ეს აგრესია მხოლოდ კიდევ უფრო განამტკიცებს ირანის ბირთვული ინდუსტრიის სპეციალისტების გადაწყვეტილებას, განაგრძონ განვითარების გზა“, – წერია ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებაში.

ამ დროისთვის ორგანიზაციას ობიექტისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 

მსგავსი