ირანის არმიის საჰაერო ძალებმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა განახორციელა

13:58, 03.09.2026

ირანის არმიის საჰაერო ძალებმა ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.

ირანული მედიის თანახმად, თავდასხმა რაკეტებით და დრონებით მოხდა, სამიზნე კი თანამგზავრული კომუნიკაციების სისტემები, აღჭურვილობის საწყობები, ავიაგამანადგურებლების ანგარები, ჯარების პოზიციები და რადარის სისტემები გახდა.

ირანის არმიის განცხადების თანახმად, რაკეტებმა და დრონებმა ქუვეითში – აშშ-ის მიერ მართულ აჰმედ ალ-ჯაბერის საჰაერო ბაზაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ალ-მინჰადის საჰაერო ბაზაზე მიიტანეს იერიში.

ამასთან, განცხადება გავრცელდა აშშ-ის მიერ ირანის სამხრეთ ქალაქებზე განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღის შემდეგ, რომლის შედეგადაც, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 142 დაიჭრა.

მსგავსი