ირანის არმიის პრესსპიკერი – ირანთან ბოლოდროინდელი ომის დროს 1 000-ზე მეტი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა და ათასობით დაიჭრა

17:11, 31.08.2026

ირანთან ბოლოდროინდელი ომის დროს 1 000-ზე მეტი ისრაელელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ათასობით დაიჭრა, – ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, აბოლფალ შეკარჩიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ომის დროს ასევე დაიღუპა რამდენიმე ასეული ამერიკელი ჯარისკაცი, ათასობით კი დაშავდა.

შეკარჩიმ აშშ-ის სამხედროებს „ჰოლივუდის და პროპაგანდის არმია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის შეიქმნა მუსლიმური ქვეყნების რესურსების გასაძარცვად. ამასთან, განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა, მათ შორის ზოგიერთმა, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაკარგეს ნდობა ვაშინგტონის მიმართ და დაასკვნეს, რომ აშშ, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ვერც თავის მოკავშირეებს დაიცავს.

მსგავსი