ირანის არმიის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ აშშ თუ გააგრძელებს ირანული პორტების ბლოკადას, ეს გახდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის პრელუდია
ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ალი აბდოლაჰი აცხადებს, რომ თუ აშშ გააგრძელებს ირანული პორტების ბლოკადას და საფრთხეს შეუქმნის ირანის სავაჭრო გემებსა თუ ნავთობის ტანკერებს, მაშინ ეს გახდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის პრელუდია.
საპასუხოდ, ირანის არმიის ცენტრალური შტაბის მეთაური არ დაუშვებს სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და წითელ ზღვაში ექსპორტის გაგრძელებას.
ამასთან, აბდოლაჰის არ დაუდასტურებია, რომელი ქვეყნების იმპორტსა და ექსპორტს ეხება ეს მუქარა.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადა 13 აპრილს წამოიწყო.