ირანის არმიაში აცხადებენ, რომ ქალაქ ბენდარ-აბასის თავზე ამერიკული Lucas-ის ტიპის დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს

14:57, 25.10.2026

ირანის არმიის განცხადებით, მათ ქალაქ ბენდარ-აბასის თავზე ამერიკული Lucas-ის ტიპის დრონი ჩამოაგდეს და გაანადგურეს. ინფორმაციას გამოცემა Tasnim-ი ავრცელებს.

გამოცემა „ანადოლუ“ კი ირანის სამხედრო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული დრონი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, აღნიშნული შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის კიდევ ერთხელ დაბომბვის ალბათობა არსებობს.

მსგავსი