ირანის არმია - მოწინააღმდეგის ნებისმიერი მტრული ქმედება გამანადგურებელ პასუხს მიიღებს, ირანის არმია, შეიარაღებული ძალების სხვა შტოებთან ერთად, ირანელი ხალხის ერთგული რჩება
ირანის არმია - მოწინააღმდეგის ნებისმიერი მტრული ქმედება გამანადგურებელ პასუხს მიიღებს, ირანის არმია, შეიარაღებული ძალების სხვა შტოებთან ერთად, ირანელი ხალხის ერთგული რჩება

მოწინააღმდეგის ნებისმიერი მტრული ქმედება გამანადგურებელ პასუხს მიიღებს, – ირანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის არმიის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანის არმია, შეიარაღებული ძალების სხვა შტოებთან ერთად, ირანელი ხალხის ერთგული რჩება.

არსებული პირობებისა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არმიამ განაცხადა, რომ ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სრულ მზადყოფნაშია, დაიცვას ირანელი ერი და დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და ისლამური ისტებლიშმენტი.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყნის ან მისი ხალხისთვის ზიანის მიყენებას. ირანის არმიის გენერალურმა შტაბმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია საფრთხეებთან გასამკლავებლად და ერის დაცვის ვალდებულების შესასრულებლად.