ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა ახალი ვებგვერდი გახსნა და მოქალაქეებს მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღონ
ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა ახალი ვებგვერდი გახსნა და მოქალაქეებს მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღონ

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ახალი ვებგვერდი გახსნა და მოქალაქეებს მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღონ. ახალი ვებგვერდის სახელია „იარან-ე რაისი“ ან „რაისის თანამგზავრები“.

ირანის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული მთავრობის ფორმირებისთვის ელიტები, ინტელექტუალები, ჯგუფები, პარტიები, ორგანიზაციები და ყველა ფენის მოქალაქეები მოწვეული არიან რომ წარადგინონ პიროვნებები, რომლებიც ახალი კაბინეტისთვის და სხვადასხვა მმართველობით თანამდებობებზე შესაფერისი იქნებიან.

ებრაჰიმ რაისის განცხადებით, მომავალ ადმინისტრაციაში მის თანამგზავრებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი მახასიათებლები: კომპეტენტურობა, ანტიკორუფციულობა, რევოლუციურობა და ხალხის მხარდაჭერით სარგებლობა.

დატოვე კომენტარი