ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დღეს ფიცს დადებს და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება
ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დღეს ფიცს დადებს და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება

დღეს ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ფიცს დადებს და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.

ცერემონია 17:00 საათზე გაიმართება. მას მცველთა საბჭოსა და პარლამენტის წევრების გარდა, სასულიერო პირები, ასევე გაერო-ს, ოპეკის, ევროკავშირის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, საპარლამენტთაშორისო კავშირის და ისლამური სამყაროს სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.

60 წლის რაისი ირანის რიგით მეექვსე პრეზიდენტი იქნება. სასულიერო პირი და ულტრაკონსერვატორი იურისტი, წარსულში უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა და 2018 და 2019 წლებში, საპროტესტო აქციის მრავალი მონაწილე ჰყავს სიკვდილით დასჯილი. 1988 წელს ის მონაწილეობას იღებდა ათასობით პოლიტიკური პატიმრის წამებასა და სიკვდილით დასჯაში, რის გამოც რაისი 2019 წელს ვაშინგტონის სასანქციო სიაში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებით აშშ-სთან არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ცოტა ხნის წინ კი, ირანს დაეკისრა პასუხისმგებლობა ისრაელის კუთვნილ ტანკერზე ომანის სანაპიროსთან დრონით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის გამო.