ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა
ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი მანამდე სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, ე.წ. ხისტი პოზიციის მქონე ებრაჰიმ რაისი გახდა.

რაისი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებას აგვისტოდან შეუდგება და ჩაანაცვლებს ზომიერი პოზიციის მქონე ჰასან რუჰანის, რომელსაც მესამე ვადით კენჭისყრის უფლება კონსტიტუციამ არ მისცა.

„ვულოცავ ხალხს არჩევნის გაკეთებას“, – განაცხადა რუჰანიმ დღეს.

ებრაჰინ რაისი გახდა ირანის პირველი პრეზიდენტი, რომელზეც შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა უკვე ვრცელდება თანამდებობის დაკავებამდე, ჯერ კიდევ 2019 წლიდან.