ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ფიცი დადო და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ფიცი დადო და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ფიცი დადო და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. რაისიმ ივნისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

60 წლის რაისი ირანის რიგით მეექვსე პრეზიდენტი იქნება. ის ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებული პირია.

სასულიერო პირი და ულტრაკონსერვატორი იურისტი, წარსულში უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა და 2018 და 2019 წლებში, საპროტესტო აქციის მრავალი მონაწილე ჰყავს სიკვდილით დასჯილი.

უფლებადამცველებმა ის 1988 წელს ათასობით პოლიტიკური პატიმრის წამებასა და სიკვდილთან კავშირში დაადანაშაულეს. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რაისის 2019 წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა.