ირანის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრას არ აპირებს

15:41, 21.06.2021

ირანის ახალარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება ებრაჰიმ რაისიმ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ის არ აპირებს აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას და თეირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე საუბარს.

„აშშ ვალდებულია, გააუქმოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა რეპრესიული სანქცია“, – განაცხადა რაისიმ პრესკონფერენციაზე.

მისივე განაცხადებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ან თეირანის მხრიდან რეგიონში მოქმედი სამხედროების მხარდაჭერის საკითხზე „მოლაპარაკებები გამორიცხულია“.

ებრაჰიმ რაისი ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის პროტეჟედ ითვლება. აშშ-ს რაისის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართა. ებრაჰიმ რაისიმ ხმათა 62 პროცენტი დააგროვა.

მსგავსი