„ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ჯგუფის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ირანმა, სულ მცირე, 47 პოლიტიკური პატიმარი სიკვდილით დასაჯა

19:44, 15.07.2026

არასამთავრობო ორგანიზაცია „ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის“ ჯგუფის ცნობით, „მიმდინარე წელს ირანის რეჟიმმა, სულ მცირე, 47 პოლიტიკური პატიმარი დასაჯა სიკვდილით“.

გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ეს რიცხვი თექვსმეტი ადამიანით მეტია.

როგორც „სიენენი“ წერს, აღსანიშნავია, რომ გასული წლის ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისა და აქციის მონაწილეთა დაკავებების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი, არ დაესაჯა სიკვდილით დაკავებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი „მათ დასახმარებლად“ მივიდოდა. თუმცა, მხარეებს შორის კონფლიქტის გამწვავებისა და გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესების შედეგად, დისიდენტებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ გარე მხარდაჭერა შესუსტდა, ირანმა კი, პატიმრების სიკვდილით დასჯა განაახლა.

მსგავსი