ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების ორეტაპიანი გაშვების შედეგად ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა

10:57, 22.06.2025

ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების ორეტაპიანი გაშვების შედეგად ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ერთ ადამიანს საშუალო ხარისხის დაზიანება აქვს, დანარჩენები კი მსუბუქად დაშავდნენ.

ისრაელის მედია წერს, რომ თავდასხმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილზე მოხდა, სადაც განგაშის სიგნალები ჩაირთო. ერთი რაკეტა ჰაიფაში ჩავარდა, სადაც დარტყმამდე სირენების ხმა არ ჩართულა.

ირანის მედია წერს, რომ ისრაელზე თავდასხმის მე-20 ფაზის ფარგლებში შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

ირანული მედიის მტკიცებით, ირანის ბოლო საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნეები იყო ბენ გურიონის აეროპორტი, ისრაელის რეჟიმის ბიოლოგიური კვლევის ცენტრი, ლოგისტიკური ბაზები და სამეთაურო და კონტროლის ცენტრების სხვადასხვა ბიურო.

მსგავსი