ირანიდან ჩამოსულ ქალს, რომელიც ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შემოვიდა, კარანტინში მოათავსებენ
ირანიდან ჩამოსულ ქალს, რომელიც ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შემოვიდა, კარანტინში მოათავსებენ

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ერთ მოქალაქეს თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ. ქალი რამდენიმე დღის წინ ირანში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოდიოდა.

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ის ირანში იმყოფებოდა და კორონავირუსის საინკუბაციო ვადა გასული არ არის, პროტოკოლის მიხედვით, ორკვირიან საკარანტინო პერიოდს თბილისში გაივლის.

ქალს ლაგოდეხიდან თბილისში ცოტა ხანში გადაიყვანენ.