ირანი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საგუშაგოების გახსნას აპროტესტებს

12:03, 21.10.2019
Abbas Mousavi, spokesman for Iran's Foreign Ministry, gives a press conference in the capital Tehran on May 28, 2019. (Photo by ATTA KENARE / AFP)

Abbas Mousavi, spokesman for Iran's Foreign Ministry, gives a press conference in the capital Tehran on May 28, 2019. (Photo by ATTA KENARE / AFP)

ირანი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საგუშაგოების გახსნას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა გააკეთა. მისივე თქმით, სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.

„ირანი ანკარას მიერ სირიაში სამხედრო საგუშაგოების გახსნის წინააღმდეგია. ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა აბას მუსავიმ.

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე, ე.წ. უსაფრთხოების ზონის შიგნით თურქეთი 12 საგუშაგოს მოწყობას აპირებს.

მსგავსი