ირანი სირიის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად მზადყოფნას გამოთქვამს
ირანი სირიის თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად მზადყოფნას გამოთქვამს

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამად ბაღერი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

ბაღერი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს სირიას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების მხრიდან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოიქმნება.