ირანი სირიაში ელექტროსადგურებს ააშენებს

00:09, 29.01.2019

ირანი სირიაში ელექტროსადგურებს ააშენებს. ამას ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც ორმა ქვეყანამ დღეს გააფორმა.

ირანის ვიცე-პრეზიდენტის, ეშაქ ჯაჰანგირის თქმით, ერთ-ერთი ელექტროსადგურის საძირკვლის მშენებლობა ლატაკიის რეგიონში 29 იანვარს დაიწყება.

ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში დამასკოში რიგით მე-14 სამთავრობო კომისიის სხდომა დღეს გაიმართა.

მსგავსი