ირანი სირიის დახმარების პირობას დებს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ. ირანის სულიერი ლიდერის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი, ალი ველაიათი ამბობს, რომ ირანი „სიონისტური რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში სირიას მხარს უჭერს.
9 აპრილს ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ჰომსის პროვინციაში სამთავრობო არმიის ავიაბაზა დაბომბა.
სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. სირიის ხელისუფლება ისრაელს სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებს.
ისრაელში ამბობენ, რომ თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან თელ-ავივს საფრთხეს შეუქმნის, სირიის ხელისუფლება რუკიდან გაქრება.