ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი გახდა
ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი გახდა

ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი გახდა.

ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ირანს შეუქმნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობებს.

„ეს ძველი კონტინენტი კვლავ აღდგა და კვლავ ცივილიზაციად უნდა იქცეს ეთიკის, სულიერების, სამართლიანობის, რაციონალურობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის საფუძველზე. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომელიც წარმოადგენს ამ „ცივილიზაციათა დიდი ოჯახის“ სიმბოლოს, ახლა დგას ისეთ პოზიციაზე, რომელსაც შეუძლია, შექმნას რეგიონული თანასწორობის და უსაფრთხოების აღმშენებლობის ახალი ჰორიზონტები. დასავლური დომინირების სისტემის საფუძველი გახდა დოლარის დომინირება და, შესაბამისად, სამართლიანი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების ნებისმიერი მცდელობა მოითხოვს დომინირების ამ ინსტრუმენტის მოხსნას შიდარეგიონულ ურთიერთობებში“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.