ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს
ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს ბირთვულ ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ მხარეები მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისა და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის დირექტორ მოჰამად ესლამს შორის შედგა.
სააგენტო ირანის ხელისუფლებას ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის სამუშაოების შეფერხებაში ადანაშაულებდა.
ირანული მხარის განცხადებით, ისინი დათანხმდნენ შეცვალონ მეხსიერების ბარათები არსებულ ვიდეომონიტორინგის სისტემაში.