ირანი პრეზიდენტი - აშშ სანქციებს უწესებს ინსტიტუტებს, რომლებიც ისედაც არიან შავ სიაში, ეს ყველაფერი მათ სასოწარკვეთაზე მეტყველებს
ირანი პრეზიდენტი - აშშ სანქციებს უწესებს ინსტიტუტებს, რომლებიც ისედაც არიან შავ სიაში, ეს ყველაფერი მათ სასოწარკვეთაზე მეტყველებს

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ ირანის ცენტრალურ ბანკზე სანქციის ხელმეორედ დაწესება, აშშ-ის სასოწარკვეთაზე მეტყველებს.

„ამერიკელები სანქციებს უწესებენ ინსტიტუტებს, რომლებიც ისედაც არიან შავ სიაში. ეს ყველაფერი კი, ამერიკის სასოწარკვეთაზე მეტყველებს და აჩვენებს, რომ ირანელმა ხალხმა წარმატებით გაართვა თავი წინააღმდეგობას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სახელმწიფო არხთან ინტვერვიუში.

ირანის პრეზიდენტის თქმით, რეგიონში სიტუაცია დაძაბულია და ამაში როჰანი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირანის მიერ მომზადებულ რეგიონის სამშვიდობო გეგმას წარადგენს.

აშშ და საუდის არაბეთი ირანს საუდის არაბეთის ნავთობ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ირანი ბრალდებას უარყოფს.