ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის
ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მათი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თეირანი იტოვებს უფლებას, დარტყმები მიიტანოს ნებისმიერი თავდასხმის წყაროზე.
„ჩვენ ბულგარელ ხალხთან პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლის თანახმად, აგრესიის აქტში მონაწილეობას წარმოადგენს. ირანს აქვს უფლება მიზანში ამოიღოს ნებისმიერი წარმოშობის ადგილი და მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნებისმიერი წყარო“, – აცხადებს ბაღეი. დადასტურებულად ვრცელდებოდა ცნობა, რომ საწვავის რამდენიმე თვითმფრინავმა ბულგარეთის ტერიტორია დატოვა. როგორც ბულგარეთის მრავალი მოქალაქე და პოლიტიკოსი აღიარებს, ეს ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და უტოლდება ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას“, – აცხადებს პრესსპიკერი.
ირანელი მაღალჩინოსანი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ირანი „თამაშობდა ჭადრაკს“, თუმცა ბოლო წლებში „ჩვენ პოკერის თამაშიც ვისწავლეთ“.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ირანელები პოკერს კარგად თამაშობენ, თუმცა იხოცებიან“.