ირანი მზად არის, რუსეთთან სირიის საკითხზე ბოლო ტერორისტის განადგურებამდე ითანამშრომლოს
ირანი მზად არის, რუსეთთან სირიის საკითხზე ბოლო ტერორისტის განადგურებამდე ითანამშრომლოს

ირანი მზად არის, სირიის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობისთვის, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ განადგურდება, – ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ბრიგადის გენერალ ამირ ხატამის თქმით, მთავარი პრიორიტეტი სირიაში სტაბილურობის აღდგენაა.

„ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ რუსეთის, რომ თქვენთან ერთად, სირიის მოსახლეობის წინაშე აღებული გვაქვს ვალდებულება და ვასრულებთ სამუშაოს ამ ქვეყნის აღსადგენად“ – უთხრა ამირ ხატამიმ სერგეი შოიგუს.

ირანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ფრენების რაოდენობა ირანის გავლით უპრეცედენტოდ გაიზარდა.