ირანი კრიპტოვალუტას კრძალავს
ირანი კრიპტოვალუტას კრძალავს

ირანმა კრიპტოვალუტა ოფიციალურად აკრძალა. ინფორმაციას ამერიკული მაუწყებელი CNBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანული მედიის მიხედვით, ირანის ცენტრალურმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით, ფინანსურ ტრანზაქციებში კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა.

აკრძალვა ქვეყანაში მოქმედ ყველა მონეტარულ და ფინანსურ ცენტრს ეხება, როგორიცაა ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები და სავალუტო ბირჟები. მართალია კრიპტოვალუტა ირანში ოფიციალურად დაშვებული არასდროს ყოფილა, მაგრამ მისი შოვნა არაოფიციალურ პარალელურ ბაზარზე შესაძლებელი იყო.

ანალიტიკოსების აზრით, ამ ნაბიჯით თეირანი სავალუტო ბაზრის გაკონტროლებასაც ცდილობს, რადგან თვის დასაწყისში ირანის ეროვნული ვალუტა რიალი ისტორიულ მინიმუმადე გაუფასურდა.

როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტა ბანკებისა და მთავრობისაგან დამოუკიდებელად იქმნება და ივაჭრება. კრიპტოვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები ძირითადად ანონიმურია, თუმცა მისი განაღდება შესაძლებელია, როდესაც თანხა დეპოზიტზე დაჯდება.