ირანი, ინდოეთი და რუსეთი სუეცის არხის ალტერნატივაზე იმსჯელებენ
ირანი, ინდოეთი და რუსეთი სუეცის არხის ალტერნატივაზე იმსჯელებენ

ირანი, ინდოეთი და რუსეთი სუეცის არხის ალტერნატივაზე იმსჯელებენ. ირანული ტელეკომპანია Press TV-ს ინფორმაციით, სამი ქვეყნის წარმომადგენელი ნოემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საერთაშორისო სავაჭრო-სატრანსპორტო კორიდორ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ შექმნის საკითხს განიხილავენ.

ახალი გზა 7 200 კილომეტრის იქნება და სუეცის არხით ტვირთების გადატანის ტრადიციული მარშრუტის უფრო იაფი და მოკლე ალტერნატივა იქნება.

ახალი პროექტის მიხედვით, ინდოეთიდან წამოსული ტვირთები ზღვით ირანის ქალაქ ბენდერ-აბასში მივა, შემდეგ კასპიისპირეთის ქალაქ ბენდერ-ენზელიში, ამის შემდეგ ტვირთები ასტრახანის მიმართულებით გადავა და რკინიგზის საშუალებით ევროპაში მოხდება ტრანსპორტირება.

ტვირთების გადაზიდვის წლიური მოცულობა 20-30 მილიონი ტონა იქნება.