ირანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
ირანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

ირანი და რუსეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, ჰოსეინ ხანზადის განცხადებით, მსგავსი სახის ურთიერთგაგების მემორანდუმი ქვეყნებს შორის პირველად გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოაწერეს. თეირანში აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ირანსა და რუსეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გარდამტეხ ეტაპად შეფასდა.

თეირანი და მოსკოვი კასპიის ზღვაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და ორმუზის სრუტეში ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი