ირანი და ბელარუსი ბარტერზე შეთანხმდნენ
ირანი და ბელარუსი ბარტერზე შეთანხმდნენ

ირანი და ბელარუსი ბარტერზე შეთანხმდნენ. თეირანი მინსკს სამრეწველო ტექნიკის სანაცვლოდ, ნავთობს მიაწვდის. ამის შესახებ ბელარუსში ირანის ელჩმა, მუსტაფა ოვეისიმ განაცხადა.

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ენერგორესურსებით უზრუნველყოფის საკითხზე რუსეთთან უთანხმოების გამო, გასულ წელს მთავრობას ალტერნატიული გზების გამონახვა დაავალა.

შედეგად, იმავე წელს ირანმა ბელარუსს 600 და 800 ათასი ბარელის ოდენობით ირანული ნავთობი, ორ პარტიად მიაწოდა. ახლა კი, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.