ირანი ბრიტანეთისგან გიბრალტარში დაკავებული ნავთობის ტანკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ირანი ბრიტანეთისგან გიბრალტარში დაკავებული ნავთობის ტანკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ირანი ბრიტანეთისგან გიბრალტარში დაკავებული ნავთობის ტანკერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ინციდენტთან დაკავშირებით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრაზე სამინისტროს თანამშრომელმა ბრიტანეთის მოქმედებას მიუღებელი უწოდა.

ესპანეთის სამხრეთში მდებარე ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, გიბრალტარის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტანკერს ნედლი ნავთობი სავარაუდოდ სირიაში გადაჰქონდა, რაც ევროკავშირის სანქციების დარღვევაა.

330 მეტრიანი ნავთობის ტანკერი გიბრალტარის სამხრეთით, ოთხ კილომეტრში დააკავეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ტანკერი ბრიტანეთმა აშშ-ის თხოვნით გააჩერა. ევროკავშირის მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციები 2011 წლიდან არის დაწესებული.

ირანული ტანკერის გაჩერებას მიესალმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რომელიც ირანის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკით არის ცნობილი.