ირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ შეთანხმებაში საკუთარი ვალდებულებების შემცირებას გეგმავს
ირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ შეთანხმებაში საკუთარი ვალდებულებების შემცირებას გეგმავს

ირანი ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებაში საკუთარი ვალდებულებების შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ირანს 2015 წელს მიღწეული შეთანხმების სრულად გაუქმება არ სურს, მისი განმარტებით, ამის ნაცვლად, ისინი დოკუმენტში არსებულ გარკვეულ პუნქტებს გააუქმებენ, რომლებზე პასუხისმგებლობაც ხელმოწერის დროს ნებაყოფლობით აიღეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დოკუმენტის სხვა ხელმომწერმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თეირანზე სანქციებით ზემოქმედების შეჩერება ვერ მოახერხეს.

ირანის ბირთულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. დოკუმენტი ირანის მიერ ურანით მხოლოდ 20 პროცენტამდე შემცირების სანაცვლოდ, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა.

2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა და ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები კვლავ აამოქმედა.