ირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის 30 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს
ირანი ამერიკელი სამხედროების მოკვლის ან დატყვევებისთვის 30 000 დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. ირანის არმიის მეთაურის, ამირ ჰათამის განცხადებით, ჯილდო გადაეცემა პირს, რომელიც ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს მოკლავს ან დაატყვევებს და ირანის ხელისუფლებას გადასცემს.
ჰათამის განცხადებით, ჯილდო 30 000 დოლარს, ანუ 5 მილიარდ ირანულ თუმანს შეადგენს. მისი თქმით, თუ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს ქალი მოკლავს ან დაატყვევებს, ჯილდოს ოდენობა გაორმაგდება.
ჰათამის თქმით, პროგრამა მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც ფინანსურ მხარდაჭერაში მონაწილეობის სურვილი „უამრავმა ადამიანმა“ გამოთქვა.