ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება მანამ, ვიდრე აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა არ მოიხსნება.
შესაბამის განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფი გემები, რომ სრუტეში არ შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „მტრად“ იქნებიან აღქმული.
ცნობისთვის, აშშ-ირანის ომის დაწყებიდან ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ირანი აცხადებდა, რომ სრუტეს იმ პირობით გახსნიდა, თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ ომს შეაჩერებდა. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. ამავდროულად, აშშ-მა ირანის პორტების ბლოკირება გააგრძელა, რის გამოც თეირანმა გახსნიდან რამდენიმე საათში სრუტე კვლავ ჩაკეტა.